უპგ ტრენინგი ფიზიკური კურსი კრიტიკული მედიცინა

ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

0 ჩარიცხული
ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

კურსის შესახებ

ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (აკრ. N 1317) I ტიპის 12 უპგ ქულა.

პროგრამა განისაზღვრა სპეციალობებში: კარდიოლოგია, ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია, ნეონატოლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, კლინიკური ტოქსიკოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა სერტიფიცირებული ექიმებისთვის.

განრიგი

შეხვედრა 1 — 15 აგვისტო, 202609:00 საათი
შეხვედრა 2 — 17 აგვისტო, 202609:00 საათი

რას ისწავლი

სისხლის აირების (ABG) ინტერპრეტაცია:
არტერიული სისხლის აიროვანი შემადგენლობისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის (აციდოზი/ალკალოზი) სწრაფი შეფასება, ჰიპოქსემიის მიზეზების დიფერენცირება და პარამეტრების კორექცია.
მექანიკური ვენტილაციის რეჟიმები და დაყენება: ძირითადი რეჟიმების (VCV, PCV, PSV, SIMV) და არაინვაზიური ვენტილაციის (NIV) პრაქტიკული მართვა, საწყისი პარამეტრების (TV, RR, FiO2, PEEP) შერჩევა პაციენტის იდეალურ წონაზე (PBW) დაყრდნობით.
ფილტვის დამზოგველი ვენტილაცია და უსაფრთხოება: ვენტილატორთან ასოცირებული დაზიანებების (VALI/VILI) პრევენცია, პლატო და მამოძრავებელი წნევის (Driving Pressure) კონტროლი, პაციენტ-აპარატის ასინქრონიის ამოცნობა და მართვა.
გრაფიკული მონიტორინგი და Weaning: სავენტილაციო ტალღოვანი მრუდებისა (Waveforms) და მარყუჟების (Loops) ანალიზი, ვენტილატორიდან მოხსნის მზაობის შეფასება (SBT ტესტი, RSBI ინდექსი) და უსაფრთხო ექსტუბაცია

სილაბუსი

I დღე შეფასება:
პრეტესტი ლექცია;
რესპირატორული ფიზიოლოგია, ფილტვის მექანიკა და ვენტილაციის კონცეფცია ლექცია;
არტერიული სისხლის აირების (ABG) კომპლექსური ინტერპრეტაცია და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი პრაქტიკული მეცადინეობა;
ABG კლინიკური ქეისების გარჩევა და პარამეტრების კორექცია ლექცია;
მექანიკური ვენტილაციის ძირითადი რეჟიმები (VCV, PCV, PSV) და საწყისი პარამეტრების შერჩევა (PBW) პრაქტიკული მეცადინეობა;
ვენტილატორის მართვა და საწყისი რეჟიმების დაყენება სასწავლო ტესტ-ფილტვზე
II დღე ლექცია: ფილტვის დამზოგველი სტრატეგია (ARDSNet), Driving Pressure და VILI-ს პრევენცია პრაქტიკული მეცადინეობა;
პაციენტ-ვენტილატორის ასინქრონიის ამოცნობა და ტალღოვანი მრუდების (Waveforms/Loops) გრაფიკული ანალიზი ლექცია;
არაინვაზიური ვენტილაცია (NIV) და ოქსიგენოთერაპია ლექცია;
ვენტილატორიდან მოხსნის პროტოკოლიზაცია (Weaning), SBT ტესტი და ექსტუბაციის კრიტერიუმები პრაქტიკული მეცადინეობა;
რთული რესპირატორული ქეისების კომპლექსური სიმულაცია და გართულებების მართვა გამოცდა;
პრაქტიკული უნარების საგამოცდო შეფასება შეფასება;
პოსტტესტი.

ტრენერი

მამუკა ჩხაიძე
მამუკა ჩხაიძე
საქართველოს ანესთეზეოლოგიის და ინტენსიური თერაპიის საზოგადოების დამფუძნებელი, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
პროფილის ნახვა
მსგავსი

სხვა ტრენინგები