ინკლუზიური ზრუნვა და პროფესიული ეთიკა: ეფექტური კომუნიკაცია შშმ პირებთან სამედიცინო დაწესებულებაში
კურსის შესახებ
ინკლუზიური ზრუნვა და პროფესიული ეთიკა: ეფექტური კომუნიკაცია შშმ პირებთან სამედიცინო დაწესებულებაში
სამედიცინო მომსახურების ხარისხი იწყება არა მხოლოდ კლინიკური მანიპულაციებით, არამედ სწორი, ეთიკური და თანასწორი კომუნიკაციით. სამედიცინო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ პროფესიულ მიდგომას, ემპათიასა და სპეციფიკური კომუნიკაციური ბარიერების დაძლევის ცოდნას მოითხოვს.
როგორ შევქმნათ უსაფრთხო, ადაპტირებული და პაციენტზე ორიენტირებული გარემო? რა არის ის ქცევითი და ენობრივი ნიუანსები, რომლებიც თითოეულმა სამედიცინო თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს?
რას ისწავლი
📌 თემა: „ეფექტური კომუნიკაცია შშმ პირებთან სამედიცინო დაწესებულებაში“
🔍 ვებინარის ძირითადი საკითხები:
ინკლუზიური კომუნიკაციის პრინციპები და ეთიკური სტანდარტები სამედიცინო გარემოში;
სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის მქონე პირებთან (სენსორული, მოტორული, მენტალური) ურთიერთობის სპეციფიკა;
ვერბალური და არავერბალური ბარიერების მართვა;
სტერეოტიპების დაძლევა, ემპათიური მოსმენა და პაციენტის ავტონომიის პატივისცემა;
რთული და სენსიტიური სიტუაციების მართვა საექთნო პრაქტიკაში.
🎙️ მომხსენებლის შესახებ:
მედიცინის სფერო: 5+ წლიანი გამოცდილება „Evex Hospitals“-ის სასწავლო ცენტრში, სადაც შექმნა ტრენინგ-მოდულები სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისთვის (მათ შორის: TOT, Service+, ეფექტური კომუნიკაცია ექთნებისთვის და საექთნო მენეჯმენტისთვის);
აკადემიური გამოცდილება: ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტში. ლექციებს კითხულობდა SEU-სა და BTU-ში (დისციპლინები: ლიდერობა, ორგანიზაციული ქცევა, კონფლიქტების მოგვარება, ინტერპერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგია).
🗓️ თარიღი: 21 ნოემბერი 🕖 დრო: 19:00 საათი 📍 ფორმატი: Google meet
💳 მონაწილეობის საფასური: • საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ წევრებისთვის — უფასო • არაწევრებისთვის — 20 ლარი
სილაბუსი
ტრენერი