გულმკერდის ტრავმების საწყისი რეანიმაცია და სტაბილიზაცია
კურსის შესახებ
გულმკერდის ტრავმების საწყისი რეანიმაცია და
სტაბილიზაცია (აკრ. N 1164) 12 უპგ ქულა.
პროგრამა განისაზღვრა სპეციალობებში: ზოგადი ქირურგია, ბავშვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, სისხლძარღვთა
ქირურგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა სერტიფიცირებული ექიმებისთვის.
განრიგი
რას ისწავლი
სწრაფი დიაგნოსტიკა და შეფასება: სიცოცხლისთვის საშიში გულმკერდის ტრავმების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას და პაციენტის მდგომარეობის სისტემურ გამოკვლევას უნიფიცირებული პირველადი და მეორადი შეფასების პრინციპით.
გადაუდებელი მანიპულაციები: პირველადი რეანიმაციული, სიცოცხლის გადამრჩენი ინტერვენციების ჩატარებას და პაციენტის სტაბილიზაციას სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანამდე ან საბოლოო მკურნალობამდე.
კლინიკური გადაწყვეტილებები: კრიტიკულ სიტუაციებში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე გაიდლაინების გამოყენებას დიაგნოსტიკური შეცდომების მინიმიზაციისთვის.
გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია: მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინირებულ მართვას, როლების ეფექტურ განაწილებას და უწყვეტ კომუნიკაციას პაციენტის საუკეთესო გამოსავლის უზრუნველსაყოფად.
სილაბუსი
I დღე ლექცია: სასწავლო კურსის ძირითადი კონცეფცია შეფასება;
პრეტესტი ლექცია;
გულმკერდის ანატომია და ფიზიოლოგია ლექცია;
ტრავმა პაციენტის პირველადი და მეორადი შეფასება პრაქტიკული მეცადინეობა;
ტრავმა პაციენტის პირველადი და მეორადი შეფასების კლინიკური სიმულაცია ლექცია;
ტრავმა პაციენტის ოქსიგენოთერაპია და ვენტილაცია პრაქტიკული მეცადინეობა;
ტრავმა პაციენტის ოქსიგენოთერაპია და ვენტილაცია ლექცია;
პნევმოთორაქსი და მისი მართვა.
II დღე პრაქტიკული მეცადინეობა:
პნევმოთორაქსის მართვის კლინიკური სიმულაცია ლექცია;
ჰემოთორაქსი და მისი მართვა პრაქტიკული მეცადინეობა;
გულმკერდის ტრავმების რენტგენოგრამების ამოცნობა ლექცია;
ფილტვების სხვა ტრავმული დაზიანებების მართვა ლექცია;
გულის და შუასაყრის ტრავმული დაზიანებების მართვა პრაქტიკული მეცადინეობა;
გულის და შუასაყრის ტრავმული დაზიანებების მართვის კლინიკური სიმულაცია ლექცია;
გულმკერდის ტრავმების დროს განვითარებული შოკის მართვა გამოცდა;
გულმკერდის ტრავმების მართვის საგამოცდო შეფასება შეფასება;
პოსტტესტი.
ტრენერი